ჩვენი კლუბის შესახებ ჩემი სტატია იხილეთ გაზეთ "ახალ განათლებაში" 27.06.2019, გვ.7.
http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1561546395.pdf
კლუბის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინგლისურ ენაზე არგუმენტირებული მსჯელობის, მასალის მოძიებისა და დამუშავების, საკუთარი აზრის დაცვის უნარები, გამოუმუშაოს ოპონენტის პატივისცემა, დროის ლიმიტის დაცვა და ა.შ.
გვერდები
- მთავარი
- წევრები-2017- 2018
- განსახილველი თემები
- სიახლეები
- გალერეა
- კონტაქტი
- სამოქმედო გეგმა -2017-18
- განაცხადის ფორმა - 2017- 2018
- კლუბის წესდება
- კლუბის ატრიბუტიკა
- სასარგებლო ბმულები
- განაცხადის ფორმა - 2018 - 2019
- 2018-19 სასწავლო წელი და ახალი წევრები
- სამოქმედო გეგმა 2018 -19
- გასული სასწავლო წელი (2017-18) რეფლექსია
- 2018-19 წლის ანგარიში-რეფლექსია
Wednesday, June 26, 2019
Thursday, June 13, 2019
რეფლექსია
გასული წლის ოქტომბერში ჩვენს სკოლაში ჩამოვაყალიბეთ დებატების ინგლისურენოვანი კლუბი, როლის დაარსების იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მის ჩამოყალიბებამდე ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. პირველ რიგში შევისწავლეთ დებატების არსი საჯარო სკოლის სივრცეში. გავეცანით ლიტერატურას, გავეცანით დებატების ჩატარების რამდენიმე მოდელს, შევარჩიეთ წამყვანი მოსწავლეები, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, შევარჩიეთ BP-(British parliamentary System) ფორმატი. შევარჩიეთ ლოგო, შევქმენით ფეისბუქ გვერდი, გავაკეთეთ განაცხადი, შევარჩიეთ სასუბრო თემები, ოთახი და გავემზადეთ კლუბის მუშაობის დასაწყებად. (სამოქმედო გეგმა და მიზნები იხ. ჩვენს ბლოგზე).
აღმოჩნდა, რომ დებატების კლუბით ბევრი მოსწავლე დაინტერესდა. პირველივე შეხვერდაზე გაცნობითმა საუბარმა და სამომავლო გეგმებმა დააინტერესა მოსწავლეები. მთელი წლის მანძილზე მუშაობდა კლუბი და ჩვენი მუშაობის მატიანე ასახულია შარშანდელ მასალებში ჩვენს ბლოგზე.
ვინაიდან კლუბმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა გასულ სასწავლო წელს, გადავწყვიტეთ ახალ სასწავლო წელს გაგვეახლებინა კლუბის მუშაობა. აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წელს სურვილი კლუბის მუშაობაში ჩართვისა. საინტერესოა, რომ წელს ბევრი მეშვიდეკლასელი გაწევრიანდა კლუბში და წლის ბოლომდე ერთგულად დადიოდნენ თამაშებზე. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კლუბმა დასახულ მიზნებს მიაღწია, ვინაიდან მართლაც შევქმენით საგაკვეთილო სივრცის გარეთ ინგლისურენოვანი გარემო, რომელიც არა მხოლოდ ინგლისური ენის დახვეწას ემსახურებოდა, არამედ კულტურული და დროის შინაარსიანად გატარების ატმოსფეროც შევქმენით. მოსწავლეებმა შეისწავლეს ერთმანეთის აზრების მოსმენა, კულტურული, თანამშრომლობითი და ცივილური ფორმით ოპონირება და/ან მოწინააღმდეგის აზრის გაზიარება. ისინი ძალიან დამეგობრდნენ და სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს სასკოლო ცხოვრების გამოცდილებასაც.
კლუბის ხელმძღვანელი მოსწავლეები თიკა გიორგაძე და ლუკა გურგენიძე ჩაირიცხნენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში და თავიანთ გამოცდილებას ამ კუთხითაც უზიარებდნენ მოსწავლეებს.
კლუბით დაინტერესება ინდენად დიდია, რომ გაისად რამდნიმე მოსწვლეს სურს ჩაუდგნენ სათავეში კლუბს, რაც ძალიან მახარებს - XI კლასელები დავით კუჭუხიძე და ნიკა შენგელია არიან კლუბის ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატები.
საფინალო შეხვედრაზე სასიამოვნო სიურპრიზებით, მონაწილეობის სერთიფიკატებითა და ტორტით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ვთვლი, რომ ჩვენი კლუბის მუშაობამ გამოიღო შედეგი და მოსწავლეებში გამოიწვია დიდი ინტერესი და სწავლის ხელშეწყობა.
2019 წლის 13 ივნისი
მაია ალავერდაშვილი
აღმოჩნდა, რომ დებატების კლუბით ბევრი მოსწავლე დაინტერესდა. პირველივე შეხვერდაზე გაცნობითმა საუბარმა და სამომავლო გეგმებმა დააინტერესა მოსწავლეები. მთელი წლის მანძილზე მუშაობდა კლუბი და ჩვენი მუშაობის მატიანე ასახულია შარშანდელ მასალებში ჩვენს ბლოგზე.
ვინაიდან კლუბმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა გასულ სასწავლო წელს, გადავწყვიტეთ ახალ სასწავლო წელს გაგვეახლებინა კლუბის მუშაობა. აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წელს სურვილი კლუბის მუშაობაში ჩართვისა. საინტერესოა, რომ წელს ბევრი მეშვიდეკლასელი გაწევრიანდა კლუბში და წლის ბოლომდე ერთგულად დადიოდნენ თამაშებზე. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კლუბმა დასახულ მიზნებს მიაღწია, ვინაიდან მართლაც შევქმენით საგაკვეთილო სივრცის გარეთ ინგლისურენოვანი გარემო, რომელიც არა მხოლოდ ინგლისური ენის დახვეწას ემსახურებოდა, არამედ კულტურული და დროის შინაარსიანად გატარების ატმოსფეროც შევქმენით. მოსწავლეებმა შეისწავლეს ერთმანეთის აზრების მოსმენა, კულტურული, თანამშრომლობითი და ცივილური ფორმით ოპონირება და/ან მოწინააღმდეგის აზრის გაზიარება. ისინი ძალიან დამეგობრდნენ და სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს სასკოლო ცხოვრების გამოცდილებასაც.
კლუბის ხელმძღვანელი მოსწავლეები თიკა გიორგაძე და ლუკა გურგენიძე ჩაირიცხნენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში და თავიანთ გამოცდილებას ამ კუთხითაც უზიარებდნენ მოსწავლეებს.
კლუბით დაინტერესება ინდენად დიდია, რომ გაისად რამდნიმე მოსწვლეს სურს ჩაუდგნენ სათავეში კლუბს, რაც ძალიან მახარებს - XI კლასელები დავით კუჭუხიძე და ნიკა შენგელია არიან კლუბის ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატები.
საფინალო შეხვედრაზე სასიამოვნო სიურპრიზებით, მონაწილეობის სერთიფიკატებითა და ტორტით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ვთვლი, რომ ჩვენი კლუბის მუშაობამ გამოიღო შედეგი და მოსწავლეებში გამოიწვია დიდი ინტერესი და სწავლის ხელშეწყობა.
2019 წლის 13 ივნისი
მაია ალავერდაშვილი
Tuesday, May 28, 2019
დებატების კლუბის საფინალო შეხვედრა
დღეს სასწავლო წლის დამამთავრებელი ბოლო თამაშის დღე მოვაწყვეთ. საფინალო შეხვედრის აღასანიშნავად მონაწილეებს გადავეცით სერთიფიკატები და ტორტით დავემშვიდობეთ ერთმანეთს შემდეგ სასწავლო წლამდე.
Wednesday, May 15, 2019
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება
მალე დამთავრდება ჩვენი კლუბის შეხვედრები. ორი წერა წინ აქვთ ბავშვებს და განვლილ მასალას იმეორებენ, ამიტომ ერთი შეცვედრაღა დაგვრჩა ფაქტიურად. გაისად ლუკა და თიკა ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები იქნებიან და ძალიან მოგვენატრებიან. ახალი გუნდი და ახალი წამყვანები გააგრძელებენ შემდეგში მათ მიერ საფუძველჩაყრილ კლუბის მუშაობას.
გუშინდელი შეხვედრა
Tuesday, May 7, 2019
სამშაბათი - თინეიჯერები და მათი მშობლების მიერ კონტროლი ინტენეტის მოხმარებისთვის
Monday, April 29, 2019
დებატები და რა, სად, როდის?
სამსაბათს ძალიან საინტერესო დღე იყო, დებატები დაემთხვა ინგლისურენოვან "რა, სად, როდის?", რომელსაც კვლავ დემეტრე დევიძე უძღვებოდა. ის ახლა ინგლისში სწავლობს, მაგრამ დრო მაინც გამონახა და მოსწავლეებს ლამაზი საღამო აჩუქა.
Wednesday, April 17, 2019
სამშაბათის დებატები
აგერ რამდენი ხანია უდროობის გამო არ ამიტვირთავს ინფორმაცია დებატების შესახებ, თუმცა დებატები რეგულარულად მიმდინარეობდა. დამუშავდა თემები: ჰაკერობის მორალური და ეთიკური მხარე, გენდერიზმის პრობლემების შესახებ და ა.შ. გუშინ კი ახალი წევრის შემომატების გამო, თიკამ თამაშის წესების შესახებ გამოკითხვა-გამეორება გამართა და კიდევ ერთხელ დააზუსტა ყველაფერი.
Wednesday, March 20, 2019
Tuesday, February 19, 2019
ამ მთავრობას სჯერა ...
დღეს გაიმართა დებატების მორიგი თამაში თემაზე "ამ მთავრობას სჯერა ელგებეტე თემის". თამაში ბავშვებმა საინტერესოდ წარმართეს. მსაჯობდნენ თიკა და ლუკა. გთავაზობთ ამ თამაშის ამსახველ ფოტოებს.
Tuesday, February 5, 2019
ადრეული პოსტი - სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ
დღეს შედგება თამაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ. თემა თვითონ ბავშვებმა შეარჩიეს. იმედია, საინტერესო თამაშის მომსწრენი გავხდებით. წარმატებები ბავშვებო, მეკი თამაშის ამსახველ ფოტომასალას მოგვიანებით წარმოგიდგენთ.
Tuesday, January 22, 2019
განახლებული დებატები
ძვირფასო ბავშვებო! გელოდებით დღეს დებატებზე მე-7 გაჯვეთილის შემდეგ 306 ოთახში. საინტერესოა, დღეს სასაუბრო თემად რას შეარჩევთ. იმედი მაქვს, ნებისმიერ საკითხზე საინტერესო მსჯელობას შემოგვთავაზებთ.
Friday, December 21, 2018
DEBATE: New Year resolutions: Are they necessary?
Published
: January 02, 2015, Patrick
Buchana
As the clock strikes midnight making
it January 1, the clean slate offered by a new year is an attractive prospect.
For many, the start of a new year offers a fresh start and an opportunity to
review goals, re-evaluate priorities and ditch bad habits.
A good sailor does not leave the
shore without a destination in his mind. If he doesn’t have a place in mind
then every direction seems to be the right way. With a direction in mind, he
will drive the ship in that direction. In life, we should have a goal or aim.
To find out that destination, we
need to ask some empowering questions like: What do I need to achieve in the
coming months or year? Which area of my life needs improvement? Where should I
reach in a time span of three months, six months or a year? How can I reach
that destination? Your questions will give you the answer to reach that
destination.
Some people haven’t really
understood what it means to have a resolution. Resolutions aren’t goals that
are so high up in the sky. They are achievable goals that will make the coming
year a better year than the previous one. They are bigger steps on the ladder
from which one was already climbing.
Resolutions can also be what one
shouldn’t do in the next year. It helps you evaluate what you did wrong this
year and you want to leave it behind and move on.
If we do not have a plan or desire,
we are like a man driving in a circle. Every evening he reaches the starting
point. We are living a life like that. Spending our valuable time in the cycle
of events. Wake up, in the morning, do the same things during the day and go to
bed without achieving a thing. If you live a life like that, even after 10
years, your life would be almost the same as today.
Resolutions can also be what one
shouldn’t do in the next year. It helps you evaluate what you did wrong this
year and you want to leave it behind and move on. Change brings change.To
change some habits you need to identify them, re-think on how to act different,
plan it out and execute the new plan. All that needs to have targets set out
and that is a resolution. Change is very painful, but it will pay off. It would
change your financial situation. It will change our health. It may give you
enough spare time to spend on things you love.
No goal, no resolution, no change
means you are in the same place you were a year ago. To move forward, you need
a destination. That destination is your goal, or resolution. Then walk towards
that destination, one step at a time. After a few days, you will find that you
are a few steps closer to your destination. It will strengthen your enthusiasm
and help you take another step towards your goal. Slowly, day by day, you are
coming closer to your destination. Finally, you will reach that destination.
Even if it took more time, you
reached another level of achievement in your life. Then you would be able to
look back at your past with a smile.
It is also very important to
critically think about the past year before setting resolutions for the coming
year. You look better in the future when you know your past.
დაგვიანებული post
სამშაბათს ისევ გაიმართა თამაში, რომელიც ფაქტიურად. 2018 წლის ბოლო თამაში იყო, რომელზეც ზოგადი თემები გაირჩა, კერძოდ "თავისუფლება". მონაწილეები ხალისით საუბრობენ ნებისმიერ საკითხზე და ხანდახან გაოცდებით, რამდენად დიდ ცოდნას ამჟღავნებენ თეორიულ საკითხებში. სამწუხაროდ, მე მალე მომიწია თამაშის დატოვება და იმდღევანდელი ფოტო-ვიდეო მასალა არ მაქვს, მაგრამ მთელი წლის კოლაჟს შემოგთავაზებთ.
Thursday, December 13, 2018
ამ მთავრობას სჯერა ...
სამშაბათს კვლავ ჩატარდა დებატების კლუბის შეხვედრა და მშვენიერი თამაში გაიმართა. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ მონაწილეთა ნაწილი ოთხშაბათს ივლის, ასე, რომ უკვე ორი გუნდი გვყვავს და რა თქმა უნდა, გუშინ, ოთხშაბათსაც გაიმართა შეხვედრა. კვლავ განიხილეს თამაშის წესები და მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს მონაწლეებმა და ორგანიზატორებმა. შემდეგი ოთხშაბათის თამაში გაიმართება პირველ სართულზე, 110 ოთახში. ერთ დღეს თამაშს დაესწრება ქალბატონი თამარ კირვალიძე. ხოლო მეორეს - მე მაია ალავერდაშვილი. მაშ, გელოდებით თამაშებზე!
Wednesday, December 5, 2018
ამ მთავრობას სჯერა იარაღის ლეგალიზაციისა
4 დეკემბერს ჩვეულებრივ შევიკრიბეთ 306 ოთახში და მშვენიერი თამაში გაიმართა. ლუკა დაგვიბრუნდა და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა.
Wednesday, November 28, 2018
ამ მთავრობას სჯერა სიკვდილით დასჯის აკრძალვისა
გუშინ გაიმართა მორიგი თამაში და სადებატო თემად შეირჩა - "ამ მთავრობას სჯერა სიკვდილით დასჯის აკრძალვისა". მოდებატეთა უმრავლესობა უაღრესად სწორად მსჯელობს საკითხის ირგვლივ, მათ აქვთ თემის შესახებ სწორი ცოდნა და შეუძლიათ თავიანთი აზრების არა მხოლოდ ქართულად დაფიქსირება, არამედ საოცრად კარგად საუბრობენ ინგლისურად. მათ უკვე აღარ სჭირდებათ წესრიგის შესახებ გაფრთხილება (რადგან საუბარი ზოგადად ემოციურია ხოლმე) და თამაშის წესების შეხსენება. ამ თამაშს მხოლოდ თიკა უძღვებოდა და მსაჯობდა, ვინაიდან ლუკა შვეიცარიაში, ცერნშია და შემდეგ კვირაში დიდი მოლოდინით ველით მის შთაბჭდილებებს საოცარი ქვეყნისა და მისი სასწავლო მოგზაურობის შესახებ.
Tuesday, November 20, 2018
ახალი თამაში - მთავრობა აპირებს გააუქმოს სასკოლო ფორმები
Subscribe to:
Posts (Atom)


