განაცხადის ფორმა - 2018 - 2019


ჩვენს სკოლაში გასულ სასწავლო წელს ჩამოყალიბდა და  ამ სასწავლო წელსაც აგრძელებს ფუნქციონირებას დებატების ინგლისურენოვანი კლუბი Debate Club, რომელში გაწევრიანება შეუძლიათ მოსწავლეებს 7-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
დებატების კლუბის მიზანია:
1.       მოსწავლეები შეაჩვიოს ბრიტანული საპარლამენტო დებატების წარმართვის ტექნიკას (BP Debate Format),
2.     მოსწავლეებს განუვითაროს სხვადასხვა კოგნიტური უნარები: სიტყვიერი, აუდიო, კომუნიკაციის, გამომხატველობითი, ინფორმაციის მოძიების, კვლევითი,  და სხვა.
ასევე :
·         ინგლისურად საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დაცვის უნარი,
·         სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში უცხო ენის თავისუფლად გამოყენების უნარი,
·         კრიტიკული აზროვნების უნარი,
·         სხვათა აზრის მიღებისა და კამათის ტექნიკა,
·         ჩაუნერგოს ესთეტიზმი და ჰუმანიზმი,
·         გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,
·         აიმაღლონ მეტყველების კულტურა.
პირველი შეხვედრა  შედგება 11 ოქტომბერს, 2:30-ზე 306  ოთახში. კლუბის რეგულარული შეხვედრა-თამაშები გაიმართება კვირაში ერთხელ, სამაშაბათს, 7 გაკვეთილის შემდეგ, 306 -ე ოთახში.
თამაშების ორგანიზატორები: XII კლასის მოსწავლეები თიკა გიორგაძე და ლუკა გურგენიძე
კლუბის კურატორი - მაია ალავერდაშვილი


No comments:

Post a Comment