2017 წლის სექტემბრის ბოლოს კომაროვის სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგის მაია ალავერდაშვილის ორგანიზებით ჩამოყალიბდა დებატების ინგლისურენოვანი კლუბი, რომლის წევრობა შეუძლია ჩვენი სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, ვინც საშუალოდ და კარგად ფლობს სამეტყველო ინგლისურს.
კლუბის კურატორი
|
მაია ალავერდაშვილი
| |
კლუბის წამყვანები
|
XI კლსის მოსწავლეები - თიკა გიორგაძე და ლუკა გურგენიძე
| |
რაიონი / ქალაქი
|
ვაკე –საბურთალო
| |
სკოლა
|
# 199 საჯარო
| |
დონე / კლასი
|
საბაზო საფეხური, VII, VIII, X, XI, XII
| |
საგანი
|
ინგლისური ენა
| |
კლუბის სახელწოდება
|
English Debate Club
| |
კლუბის ჩამოყალიბების ოფიციალური თარიღი
|
2017 წლის 11 ოქტომბერი
| |
კლუბის ბოლო შეხვედრა
|
2017 წლის 15 მაისი
| |
პროექტის მიზანი
|
დებატების კლუბის მიზანია:
1. მოსწავლეები შეაჩვიოს ბრიტანული საპარლამენტო დებატების წარმართვის ტექნიკას (BP Debate Format),
2. მოსწავლეებს განუვითაროს სხვადასხვა კოგნიტური უნარები:
· სიტყვიერი,
· აუდიო,
· კომუნიკაციის,
· გამომხატველობითი,
· ინფორმაციის მოძიების,
· კვლევითი,
· და სხვა.
ასევე :
· ინგლისურად საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დაცვის უნარი,
· სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში უცხო ენის თავისუფლად გამოყენების უნარი,
· კრიტიკული აზროვნების უნარი,
· სხვათა აზრის მიღებისა და კამათის ტექნიკა,
· ჩაუნერგოს ესთეტიზმი და ჰუმანიზმი,
· გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,
· აიმაღლონ მეტყველების კულტურა.
| |
კლუბის წესდება
|
| |
კლუბში გაწევრიანების შესახებ განაცხადება
|
იხ. შემდეგ მისამართზე - http://komarovi.edu.ge/ge/English_debates_club
| |
პროექტის მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი (კალენდარული გეგმა)
|
1. პროექტის შინაარსისა გაცნობა, მიზნების დასხვა და შეხვედრების დროისა და ადგილის შეთანხმება.
|
10 ოქტომბერი
|
2. დებატების რაობის გაცნობა და სადებატო თემების შერჩევა
| ||
3. BP- ბრიტანული სტილის დებატების გაცნობა მოსწავლეთათვის.
| ||
4. თამაშების ორგანიზება, დოკუმენტირება, წესრიგის დაცვა და თამაშების სწორად წარმართვაზე მუშაობა.
5. კვირაში ერთხელ შეკრება და თამაშების ჩატარება.
6. სადებატო ტერმინოლოგიის მიწოდება და დებატების ლექსიკის დაცვა.
| ||
დავალებები
|
დავალება 1 – ცნებებზე მუშაობა (რომელიმე თემის მიხედვით), ცნების განმარტება და მისი შემოღების მიზეზებზე აქცენტირება;
დავალება 2 - აზრის ჩამოყალიბება ისე,რომ ერთ მთლიანობაში აქცევს თემის ძირითად ასპექტებსა და არგუმენტებს (რეგლამენტის გათვალისწინებით);
დავალება 3 – სპიკერების/ჯგუფის ლიდერების მიერ საინტერესო თემაზე არგუმენტების მომზადება;
დავალება 4 – დასმული საკითხის შესახებ შეკითხვების მომზადება;
დავალება 5 – რაიმე თეზისის შემუშავების დროს „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ არგუმენტების ჩამოყალიბება.
მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ:
| |
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ გუნდის შიგნით საკითხის აღქმა, ინგლისურად მსჯელობა და პასუხის სწორად ფორმულირება, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი. თამაშ –გაკვეთილის მიზანი ახალგაზრდებში გუნდური მუშაობის დანერგვის ხელშეწყობა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სწორიქმედებების გამომუშავებაა. შერჩეული კითხვები მოსწავლეებსუღვივებს კრიტიკული აზროვნების უნარს. ამგვარი დიდაქტიკური თამაშების სისტემატური გამოყენებამოსწავლეებს ხალისს მატებს და ხელს უწყობს იმ ცოდნისა დაუნარების ფორმირებას, რომელთა განვითარება ჰქონდაგანზრახული მასწავლებელს სასწავლო გეგმის მიხედვით დარომლებიც მეტად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო სივრცისგარეთაც, პრაქტიკულ ცხოვრებაში.
| |
საჭირო რესურსები
|
· საკლასო ოთახი
· · კომპიუტერი
· პროექტორი
· თაბახის ფურცლები
· ინტერნეტი
| |
კლუბის ბმული
ბლოგის ბმული
|
კლუბის ბმული ფეისბუქზე:
ბლოგის ბმული - https://alaverdamaia.blogspot.com/
|
რეფლექსია
ვთვლი, რომ დებატების ინგლისურენოვანმა კლუბმა თავისი მისია გაამართლა, რადგან თავი მოუყარა და ერთად შეკრიბა დებატების მოყვარული მოსწავლეები, რომლებიც ყოველ სამშაბათს გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რჩებოდნენ კლუბში და არჩევდნენ სადებატო თემებს, მსჯელობდნენ საკითხების დედებით და უარყოფით მხარეებზე, სწავლობდნენ საკუთარი აზრის დაცვას, თამაშის წესების დაცვას, ერთმანეთის მოსმენას. კლუბში შექმნილი უსაფრთხო და სანდო გარემოს გამო თავისუფლად, ყოველგვარი სიმორცხვისა და დაძაბულობის გარეშე თამაშობდნენ და იმაღლებდნენ ცოდნას, უნარებს და რომ მახსენდება კლუბის დასაწყისი და ვადარებ დასასრულის დებატებს, განსხვავება დიდია. გული სიხრულით მევსება, როცა ვისხსენებ თითოეული მონაწილისა და განსაკუთერებით ლიდერების - თიკასა და ლუკას შრომას მიზნის მისაღწევად. ბავშვებმა ცოდნის გარდა კარგი მეგობრები შეიძინეს ერთმანეთის სახით, ერთმანეთთან სკოლაშიც დიდი სიამოვნებით ურთიერთობენ და გეგმებს აწყობენ გაისად როგორ გააგრძელებენ კლუბში მუშაობას. თიკა და ლუკა მომავალშიც აპირებენ კლუბის ხელმძღვანელობას.
სიამაყის უფლებას მაძლევს კიდევ ის, რომ ა/წ 19 მაისს ჩატარდა ღონისძიება „იდებატე“, რომელშიც ჩვენი კლუბის სამი გუნდი მონაწილეობდა და ერთმა - მარი ჩხეიძის და მარი ჯაფარიძის გუნდმა თბილისის მასშტაბით მოახერხა პირველ ადგილზე გასვლა. ბავშვები უაღრესად გახარებულნი და სულიერად ამაღლებულნი დაბრუნდნენ, ხალისით მიყვებოდნენ, რომ ჩვენი სკოლის სახელი იქაც ვასახელეთ და სულ „კომაროვი“ ისმოდაო.
სამწუხაროდ, ორმა მოსწავლემ (გვარებს არ ვასახელებ), რამდენიმე თამაშზე უხეშობის გამო გააღიზიანა მოთამაშეები, როს გამოც მათი დათხოვნა მოგვიწია.
ბოლო თამაშზე ბავშვებს გადავეცით კლუბის წარმატებული წევრობის სერთიფიკატები და სიმბოლურად, ტორტით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მაია ალავერდაშვილი
No comments:
Post a Comment