გასული წლის ოქტომბერში ჩვენს სკოლაში ჩამოვაყალიბეთ დებატების ინგლისურენოვანი კლუბი, როლის დაარსების იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მის ჩამოყალიბებამდე ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. პირველ რიგში შევისწავლეთ დებატების არსი საჯარო სკოლის სივრცეში. გავეცანით ლიტერატურას, გავეცანით დებატების ჩატარების რამდენიმე მოდელს, შევარჩიეთ წამყვანი მოსწავლეები, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, შევარჩიეთ BP-(British parliamentary System) ფორმატი. შევარჩიეთ ლოგო, შევქმენით ფეისბუქ გვერდი, გავაკეთეთ განაცხადი, შევარჩიეთ სასუბრო თემები, ოთახი და გავემზადეთ კლუბის მუშაობის დასაწყებად. (სამოქმედო გეგმა და მიზნები იხ. ჩვენს ბლოგზე).
აღმოჩნდა, რომ დებატების კლუბით ბევრი მოსწავლე დაინტერესდა. პირველივე შეხვერდაზე გაცნობითმა საუბარმა და სამომავლო გეგმებმა დააინტერესა მოსწავლეები. მთელი წლის მანძილზე მუშაობდა კლუბი და ჩვენი მუშაობის მატიანე ასახულია შარშანდელ მასალებში ჩვენს ბლოგზე.
ვინაიდან კლუბმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა გასულ სასწავლო წელს, გადავწყვიტეთ ახალ სასწავლო წელს გაგვეახლებინა კლუბის მუშაობა. აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წელს სურვილი კლუბის მუშაობაში ჩართვისა. საინტერესოა, რომ წელს ბევრი მეშვიდეკლასელი გაწევრიანდა კლუბში და წლის ბოლომდე ერთგულად დადიოდნენ თამაშებზე. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კლუბმა დასახულ მიზნებს მიაღწია, ვინაიდან მართლაც შევქმენით საგაკვეთილო სივრცის გარეთ ინგლისურენოვანი გარემო, რომელიც არა მხოლოდ ინგლისური ენის დახვეწას ემსახურებოდა, არამედ კულტურული და დროის შინაარსიანად გატარების ატმოსფეროც შევქმენით. მოსწავლეებმა შეისწავლეს ერთმანეთის აზრების მოსმენა, კულტურული, თანამშრომლობითი და ცივილური ფორმით ოპონირება და/ან მოწინააღმდეგის აზრის გაზიარება. ისინი ძალიან დამეგობრდნენ და სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს სასკოლო ცხოვრების გამოცდილებასაც.
კლუბის ხელმძღვანელი მოსწავლეები თიკა გიორგაძე და ლუკა გურგენიძე ჩაირიცხნენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში და თავიანთ გამოცდილებას ამ კუთხითაც უზიარებდნენ მოსწავლეებს.
კლუბით დაინტერესება ინდენად დიდია, რომ გაისად რამდნიმე მოსწვლეს სურს ჩაუდგნენ სათავეში კლუბს, რაც ძალიან მახარებს - XI კლასელები დავით კუჭუხიძე და ნიკა შენგელია არიან კლუბის ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატები.
საფინალო შეხვედრაზე სასიამოვნო სიურპრიზებით, მონაწილეობის სერთიფიკატებითა და ტორტით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ვთვლი, რომ ჩვენი კლუბის მუშაობამ გამოიღო შედეგი და მოსწავლეებში გამოიწვია დიდი ინტერესი და სწავლის ხელშეწყობა.
2019 წლის 13 ივნისი
მაია ალავერდაშვილი
კლუბის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინგლისურ ენაზე არგუმენტირებული მსჯელობის, მასალის მოძიებისა და დამუშავების, საკუთარი აზრის დაცვის უნარები, გამოუმუშაოს ოპონენტის პატივისცემა, დროის ლიმიტის დაცვა და ა.შ.
გვერდები
- მთავარი
- წევრები-2017- 2018
- განსახილველი თემები
- სიახლეები
- გალერეა
- კონტაქტი
- სამოქმედო გეგმა -2017-18
- განაცხადის ფორმა - 2017- 2018
- კლუბის წესდება
- კლუბის ატრიბუტიკა
- სასარგებლო ბმულები
- განაცხადის ფორმა - 2018 - 2019
- 2018-19 სასწავლო წელი და ახალი წევრები
- სამოქმედო გეგმა 2018 -19
- გასული სასწავლო წელი (2017-18) რეფლექსია
- 2018-19 წლის ანგარიში-რეფლექსია
No comments:
Post a Comment