Wednesday, November 7, 2018

კლუბის განახლებული დებატები


6 ნოემბერს, ანუ გუშინ გაიმართა კლუბის წევრთა მორიგი შეხვედრა და წარმატებული და ძალიან საინტერესო დებატები. წამვანებმა სადებატო თემად შეარჩიეს  - "ამ მთავრობას სჯერა ცხოველების უფლებების".თამაში წარიმართა თიკასა და ლუკას შესავალი განმარტებების შემდეგ. ძალიან მომეწონ ბავშვების მონდომება და საკითხისადმი ძალიან სერიოზული მიდგომა. წელს ბევრად მეტი მოსწავლე დაინტერესდა  და გაერთიანდა ამ კლუბში და მიხარია, რომ ასეთი წარმატებული და ხალისიანი ბავშვები გვყვავს. მათი ინგლისური ენის, ზოგადი საკითხების ცოდნასა და საუბრის მანერებზე აღარაფერს ვამბობ. ჯერჯერობით მხოლოდ გამოცდილმა წევრებმა იდებატეს, მაგრამ შემდეგში ახალბედებიც ჩაერთვებიან თამაშში და ძალიან მაინტერესებს მეშვიდე კლასელები რას იზამენ. გიზიარებთ ახალ ფოტოებსა და ვიდეომასალას. ვიდეოც და ფოტოებიც ცოტა უხარისხოა, მაგრამ საერთოწარმოდგენას კლუბის მუშაობის შეასხებ მაინც შეგიქმნით.

No comments:

Post a Comment