Wednesday, January 24, 2018

შეხვედრა ახალ სასწავლო წელს


    2018 წლის 23 იანვარს განვაახლეთ დებატები ჩვენს კლუბში. წევრები დიდი სიამოვნებით იკრიბებიან და ხვეწენ დებატებში მონაწილეობის ტექნიკას. თიკო, ლუკა და თიკო სიამოვნებით, დიდი თავდადებითა და ხალისით ეხმარებიან კლუბის წევრებს გახდნენ ნამდვილი პოლიტიკოსები და სწორად დაეუფლონ დებატების კულტურას. ჩემზე, როგორც მათ მასწავლებელსა და ხელისშემწყობზე, მათი ზოგადი განათლების, ინგლისური ენის ფლობის დონე და  აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და სწორად თავდაჭერის უნარი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენი თაობა 21 საუკუნის ამ თაობას მათ ასაკში ძალიან ჩამოვრჩებოდით. "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა" და მე ბედნიერი ვარ, რომ მართლაც, შვილები გვჯობიან. მათ სადებატო თემად "სიკვდილით დასჯის სამართლიანობა" აირჩიეს. მათ მოსმენას არაფერი სჯობს. გიზიარებთ რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოს.



No comments:

Post a Comment