Tuesday, December 5, 2017

პირველი დებატები


დღეს პირველი დებატები გაიმართა. თიკამ და ლუკამ მონაწილეები ამჯერად თვითონ მათი სურვილის მიხედვით დაასახელეს მთავრობებად და ოპოზიციებად. თამაში დღეს ქართულად წარიმართა, რადგან კარგად გაარკვიონ ბავშვებმა ეს რთული სტრუქტურა ჯერ მშობლიურ ენაზე, რადგან ადამიანი უპირველესად შობლიურ ენაზე აზროვნებს (თუმცა კლუბის არცერთ წევრს ინგლისურად აზროვნებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ). თამაში უაღრესად საინტერესო იყო. თითოეულმა მონაწილემ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი, თუმცა თამაშის სტრუქტურიდან გამომდინარე,  გამარჯვებულად პირველი ოპოზიცია და მეორე მთავრობა დაასახელა ჟიურიმ (ლუკა და თიკა).  მათ დეტალურად განუმარტეს მონაწილეებს გამოსვლების პლუსები და მინუსები. ბავშვები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ დღევანდელი დებატებით.

P.S. წინა სამშაბათს, 28 ნოემბერს დებატები გადაიდო, რადგან ჩვენს სკოლაში რამდენიმე საიტერესო კლუბი და წრე ჩამოყალიბდა და რამდენიმე მოსწავლე სხვა წრითაც დაინტერესდა. ამიტომ, სანამ ჩამოვყალიბდებოდით ოპტიმალურ დროზე, შეხვედრის გადადება ვარჩიეთ.

No comments:

Post a Comment