დღეს, 24 ოქტომბერს დებატების კლუბში გაიმართა დისკუსია თემაზე - "ეთანხმებით თუ არა აბორტის ლეგალიზაციას?".
თამაშ "რა, სად, როდის" გამო, დღეს შედარებით ნაკლები მოსწავლე მონაწილეობდა დისკუსიაში, მაგრამ ის ძალიან საინტერესოდ წარიმართა კლუბის წევრებს შორის. თავდაპირველად წამყვანმა თიკამ საუბარი წამოიწყო ადამიანის ორგანოების გაყიდვის კანონიერების შესახებ. მომავალმა პარლამენტარებმა (სრულიად არ ვაჭარბებ მათ შეფასებაში) ამ საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. შემდეგ გადავიდნენ დღის თემის განხილვაზე. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა და დისკუსია ორ ოპოზიციურ მხარეთა შორის წარიმართა. ბოლოს მოსწავლეებმა შეაჯამეს განხილიულ საკითხზე მოსაზრებები. შემდეგი შეხვედრა გაიმართება კვირას, 29 ოქტომბერს და სამშაბათს, 31 ოქტომბერს.
No comments:
Post a Comment